Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე LL.M zu Köln - (თსუ-კიოლნი)

თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი, გერმანულენოვანი, სამართლის სამაგისტრო პროგრამა "LL.M zu Köln" აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

 


- საბუთების მიღება: 22-31 აგვისტო - თსუ, მეორე კორპუსი ოთახი 125.
- გერმანული ენის გამოცდა - 6 სექტემბერი
- გასაუბრება გერმანულ ენაზე - 15 სექტემბერი

 


✨ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა:

 


🔴მიიღოთ ევროპული განათლება საქართველოში
🔴ლექციებს გიკითხავდნენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები
🔴პროგრამის დაფინანსებით სრული მეორე სემესტრი ისწავლოთ კიოლნის უნივერსიტეტში
🔴მიიღოთ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი

 


📑სარეგისტრაციო დოკუმენტები:

 


🔵განცხადება თსუ რექტორის სახელზე
🔵განაცხადი გერმანულ ენაზე
🔵 ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე
🔵 ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
🔵 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი
🔵 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - მეორე სემესტრისთვის სერთიფიკატის არსებობა სავალდებულოა!
🔵 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
🔵 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
🔵 CV გერმანულ ენაზე